15:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 18:24:32, 1475 ნახვა

კომენტარი
„გიორგი გაბუნიამ რელიგიური გრძნობების შელახვის გამო, საყვედური მიიღო“ - ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის შენობასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.

გვარამიამ ტელეკომპანიის სახელით, მორწმუნე ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

"უნდა შევეხო დღევანდელ ინციდენტს. პირველ რიგში მინდა არხის სახელით ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი რელიგიური გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. დღეს დილით ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება. იგი არის ყველა ქრისტიანული კომფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა მორწმუნეთა გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებებში, როდესაც ამის ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან, ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება სიტყვის თავისუფლების სტანდარტებში ჯდება. გვარამიას თქმით, რედაქცია არ აიძულებს ჟურნალისტს ამისთვის ბოდიში მოიხადოს.

"ქართული მარში არის მოძალადე ძალა, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება. მათ დატყვევებული ჰყავდათ გაბუნია და ტელეკომანიის იურისტი თამთა მურადაშვილი. რომ არა ჩვენი დაცვის წევრების შრომა, ცუდ შედეგს მივიღებდით. ვითხოვთ მოძალადეების მთელი სიმკაცრით დასჯას. ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ", - აღნიშნა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics