|
2018-03-19 18:00:47, 1356 ნახვა
კომენტარი
„პრორუსი ვანდალების ძალადობა“ - სერგი კაპანაძე „რუსთავი 2“-თან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება
„ის, რაც ახლა „რუსთავი 2“-თან ხდება, არის პირდაპირი შედეგი იმ დაუსჯელობის განცდის, რაც ქართულმა მარშისტებმა გაიღვივეს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ტელეკომპანიის შენობასთან მომხდარ დაპირისპირებას. როგორც კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ექსტრემისტული ჯგუფების ქცევა ხელისუფლების მიერ წახალისებულია, რადგან ისინი ოპოზიციას ესხმიან თავს. „ის, რაც ახლა რუსთავი 2-თან ხდება, ანუ პატრიოტიზმს თავშეფარებული პრორუსი ვანდალების ძალადობა გიორგი გაბუნიაზე და ჟურნალისტებზე არის პირდაპირი შედეგი იმ დაუსჯელობის განცდის, რაც ქართულმა მარშისტებმა გაიღვივეს, მას შემდეგ რაც კანონის წინაშე პასუხი არ აგეს, როდესაც ახალგაზრდა გოგოს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ან როდესაც აღამაშენებელზე გამართულ ჩვენს აქციაზე აზიანებდნენ აქციის მონაწილეებს ქვების და ბოთლების სროლით. და მეორე: ესაა ასევე პირდაპირი შედეგი იმ ზოგადი ძალიან არაჯანსაღი ვითარებისა, რომელშიც ნორმალურადაა აღქმული და ხელისუფლების მიერ წახალისებულია ამ ექსტრემისტული ჯგუფების ქცევა, რადგან ისინი ხელისუფლებას არ აგინებენ და ოპოზიციას ესხმიან თავს, პრო-დასავლურ მედიას ავიწროებენ ხოლო პრო-რუსულ ძალებს კი არაფერს ერჩიან. არასოდეს დამავიწდება ორი წლის წინ, არასამთავრობოებთან შეხვედრაზე პრემიერ კვირიკაშვილთან როგორ დაგხვდა "კორკოტა", რომელიც როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე იყო მიწვეული. ეს ძალიან სახიფათო ვითარებაა და კიდევ უფრო სახიფათო ტენდენცია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ეს ხელისუფლება თავის მარშიან-ვაიპატრიოტებიანად გავუშვათ სახლში და მერე ერთად ვიზრუნოთ, რომ ასეთი ჯგუფები აღარასოდეს გაძლიერდნენ და აღარავის შეუქმნან საფრთხე“, - წერს სერგი კაპანაძე. ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“, სადაც „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)