2015-05-19 12:34:56, 598 ნახვა
სამართალი
გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გლდანის მე-8 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიეთილენის პარკით არის გაგუდული. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიება 215-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან