15:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 16:44:42, 1611 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: მადლობას ვუხდი ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს მაქსიმალური ძალისხმევისთვის

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის" ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ გუდაურში დაზარალებულების სწრაფი  გამოჯანმრთელებისთვის", - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს „მედიქლაბში"  განუცხადა, სადაც დავით სერგეენკოსთან ერთად გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალბატონი მოინახულა.

„მოვინახულეთ შვედი ქალბატონი, ის არის კონტაქტური, არის კარგ ხასიათზე.  ჩვენ ძალიან დეტალურად დავილაპარაკეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ქალბატონი წუხს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის რისი გაკეთებაც  იყო შესაძლებელი, კეთდება. იგი მადლიერია მისდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის" ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გამოსწორებულიყო " - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დღეს დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა, რომლებიც მკურნალობას ღუდუშაურისა და „მედიქლაბის" კლინიკებში გადიან. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან,  რამდენიმე მათგანს უკვე გაწერენ კიდეც და გამგზავრების უფლებას მისცემენ. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დაზარალებულების ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში", ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში  ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics