|
2015-05-19 10:40:29, 846 ნახვა
სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის და მიგრანტის გადაყვანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ხოლო ასევე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ქენან დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო-ს კუთვნილი ავტომანქანა „ფორდის“ დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ავტომანქანის სალონში ჩალაგებულ ტანსაცმელს შორის მგზავრი იყო დამალული. სამართალდამცველებმა მძღოლიც და მისი მგზავრიც შეაჩერეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩატარების შედეგად დააკავეს. გამოძიება ტოფაკ ო-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მისი მგზავრის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)