13:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 17:34:42, 1520 ნახვა

კომენტარი
თედო ჯაფარიძე: ჩვენი დასავლელი კოლეგები პრემიერის განცხადებას სტრატეგიულად გაწონასწორებულს უწოდებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი კოლეგები და მას სტრატეგიულად გაწონასწორებულს და მიზანმიმართულს უწოდებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

ჯაფარიძემ პრემიერის განცხადებაზე ცალკეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ გამოთქმულ კრიტიკას არაადეკვატური უწოდა და განმარტა, რომ მისი დაგვიანებული კომენტარი ამ თემაზე დასავლელ კოლეგებთან კონსულტაციებს უკავშირდება.

„ჩემი დაგვიანებული კომენტარის მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს დღეები მე ჩართული ვიყავი კონსულტაციებში ჩემს უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის ელჩებთან. ჩვენ განვიხილეთ, როგორც პრემიერის განცხადება, ისე - რუსეთის საგარეო უწყების დეპარტამენტის გამოხმაურება. პირდაპირ გეტყვით, რომ ყველამ უცხოეთში, მათ შორის ელჩებმა, ჩემმა კოლეგებმა და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ განცხადებაში გაჟღერებულ თემებთან დაკავშირებით და მას სტრატეგიულად გაწონასწორებული და მიზანმიმართული უწოდეს. მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ ექსპერტებს და ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ეს განცხადება გამოიყენეს, როგორც არა პოლიტიკოსებმა, არამედ როგორც პოლიტიკანებმა, საკუთარი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. მათ პირველ რიგში ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, თუ მათ ამგვარი პოლიტიკური მომავალი გააჩნიათ და ამას ყოველგვარი ქილიკისა და ირონიის გარეშე ვამბობ. მე საგარეო საქმეებში და ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდი ხანია, ვარ. უამრავი განცხადება და დოკუმენტი მინახავს, ბევრის მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა და მინდა, ერთი რამ გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ყიჟინით აღსავსე ჩვენმა კრიტიკოსებმა - დოკუმენტების, განცხადებების წაკითხვას საკმაო გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. განცხადების ტექსტში არის უამრავი ჩამალული ნიუანსი და დეტალი, რომელიც შეიძლება საჯარო არ იყოს და მისი გასაჯაროება საზიანოც იყოს ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებაში გათვალისწინებულია უამრავი კონიუნქტურული მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რომელზეც ადამიანი საჯაროდ არ ისაუბრებს", - აღნიშნა  თედო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო იმისკენ, რომ მომხდარიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა.

„ვინაიდან ცხედრის გადმოცემა დაკავშირებულია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, მის მიმართაც, თუ ამას სწორად წაიკითხავს მკითხველი, ძალიან ზუსტი, საკმაოდ ხისტი განცხადებები იყო გაკეთებული. პრემიერ კვირიკაშვილის ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ეს ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავუხვიოთ იმ მიზნებს, რაც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას 2012 წლიდან - ეს არის ჩვენი სამომავლო გაწევრიანება ნატოში თუ ევროკავშირში. ამიტომ, მოვუწოდებდი ყველას, ამ განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები იყოს პრაგმატული, რეალისტური. როდესაც ვსაუბრობ იმ საფრთხეებზე, რომლებიც, შესაძლოა, დღეს, ხვალ, ან იმ დროს, როდესაც ეს განცხადება იწერებოდა, ჩვენს ახლოს ჩნდებოდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ ერთად ამ საფრთხეებთან გამკლავებაში. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ძალიან ყურადღებით გაეცნენ და მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი კოლეგები. აღვნიშნავ იმასაც, რომ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, პრემიერს, იმ ხედვებსა და მიზნებს, რომელიც მას და მის გარშემო შეკრებილ გუნდს გააჩნია, სრული მხარდაჭერა აქვს", - განმარტა  თედო ჯაფარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics