13:55 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 17:10:37, 1217 ნახვა

კომენტარი
კელი: რუსული პროპაგანდის მიზანია, მოსახლეობას იმედი დააკარგვინოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის შეფასებით, რუსული პროპაგანდა საქართველოში შედარებით სუსტია, - ამის შესახებ ელჩმა Facebook-ზე ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

კელი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის ძირითადი მიზანია, ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგვინოს.

"ვფიქრობ, ყველა ევროატლანტიკური ქვეყანა და რა თქმა უნდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ამ კატეგორიაში ვთვლი, იბრძვის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს შეასუსტოს ჩვენი სისტემა. ჩვენ, აშშ-ში პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ. საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. რაც შეეხება საქართველოს, დიახ, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ეს ნეგატიური ტყუილები ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით. მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზანი, რასაც რუსული პროპაგანდა ემსახურება, არის ის, რომ ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგინოს და უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ბრძოლა ამის წინააღმდეგ არის სტრატეგიული კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის სასიკეთო საქართველოსთვის ევროინტეგრაცია. ჩვენ გამოვუყავით გრანტი საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ განვითარდეს სტრატეგიული კომუნიკაცია", - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics