|
2018-03-14 10:48:37, 3613 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ბევრი რამ მისაღები არ იყო, თუმცა „ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის“: „მინდა აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ, რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიძლება მისაღები არ იყოს ამ პასუხში, ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართელოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე ჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას 12 მარტს უპასუხეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი როგორც ადრე, ახლაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით. "რუსეთი მზადაა იმდენად წინ წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზადაა თბილისი. კვირიკაშვილის მიერ ნახსენები ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ სწრაფვა, აჩენს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სხვა მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარუძღვება საქართველოს დელეგაციას ჟენევაში. არ შეიძლება არ მივესალმოთ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ესაა იმ საკითხების დარეგულირების რეალური გზა, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს მიღმა არსებობს.ეს ეხება, კერძოდ, სამწუხაროდ მომხდარ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. განცხადებაში მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)