18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-11 09:58:33, 1875 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნა, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეოსათვალთვალო  კამერას. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა,  მას, ასევე,   ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი  ლეპტოპის ქურდობაში.

მეორე ბრალდებული კი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე და 19-177-ე მუხლებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics