18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 12:17:53, 1842 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის 14 იანვარს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ მის საცხოვრებელ  სახლში  შვილს - ა.შ.-ს სახის არეში  რამდენჯერმე დაარტყა ხელი და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  ზ.შ.-ს  ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

„სამართალდამცველებმა ზ. შ. 2018 წლის 14 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახში ძალადობა; ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით  თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics