2018-03-08 14:31:56, 2231 ნახვა
სამართალი
შსს აღმაშენებელზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბიზნესცენტრ მოზაიკაში 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა.
„თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ მოზაიკაში მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ,