18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 12:12:22, 2234 ნახვა

სამართალი
შსს-მ ავჭალაში ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, უწყებამ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებომოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს  თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში,   ნაცნობს - 1951 წელს დაბადებულ  ე.ტ.-სა და მისმეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა,  რის შედეგადაც ორივე  შემთხვევის ადგილზეგარდაიცვალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზემიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით.

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. უწყებამ, ბოლო პერიოდშირამდენიმე გახმაურებული მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, მათ შორისაა  2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისმიმდებარე ტერიტორიაზე  მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. უწყება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს", - განაცხადა ჭელიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics