18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 16:31:15, 1737 ნახვა

სამართალი
ბიზმესომბუდსმენი: მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები „ბადაგონის“ ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება

 „რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის სათაო ოფისი დროებით გადაინაცვლებს რეგიონში, სადაც კომპანიას გააჩნია ორი საწარმო“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კომპანიის თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით წყვეტს.

ლექვინაძის თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია საწარმოს ამჟამინდელ მფლობელთან დღეს დილით ჰქონდა.

მისივე განმარტებით, კომპანიის პარტნიორების ქმედებები, ძირითადად, შექმნილმა აჟიოტაჟმა განაპირობა და საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.

„მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი კომპანიის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომპანიასა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვანია, მოხდეს დაკვირვება იმ პროცესზე, რომ სახელმწიფო უწყების მოქმედებამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ეს არის ჩვენი მონიტორინგის მთავარი საფუძველი. კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს გავლენა ამ პროცესზე არ აქვს“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ბადაგონის“ საკითხს აქტიურ მონიტორინგს უწევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics