16:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 10:51:56, 2278 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

"პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით",-აცხადებენ შსს-ში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics