|
2018-03-02 13:41:15, 2168 ნახვა
სამართალი
ფილიპ ხაჩიროვი ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს
ოკუპირებული ახალგორის რაიონის დე-ფაქტო გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს. როგორც ხაჩიროვმა აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს. "ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება. ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებში ჩემს მიმართ ისმის დაგეგმილი პროვოკაცია. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან , რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“,- განაცხადა ხაჩიროვმა. ახალგორის დე-ფაქტო გამგებლის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)