18:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 18:18:36, 1936 ნახვა

სამართალი
შსს - ბარათაშვილზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. სამწუხაროდ, დღეს, ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთი, 14 წლის მოზარდი, მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ მძიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ცნობისთვის, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მოზარი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics