19:37 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 18:40:55, 856 ნახვა

ეკონომიკა
ბრუნო ბალვანერა: ბიზნესფორუმის მონაწილეების მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა საუკეთესო იყო

"ბიზნესფორუმის ბევრი მონაწილის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრა საუკეთესო იყო",-ამის შესახებ EBRD- ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ  ჟურნალისტებს შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებით დამტკიცდა, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ადგილად საქართველოს არჩევა,  სწორი გადაწყვეტილება იყო.
"ბიზნესფორუმის ბევრი მონაწილის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრა საუკეთესო იყო.მომზადება, ხარისხი, სერვისი, რაც საქართველომ გააკეთა, ძალიან კარგი იყო. საქართველოს მთავრობაცა და ხალხიც ამაყი უნდა იყოს, რომ მსგავსი ღონისძიება ასეთ მაღალ ხარისხზე ჩაატარეს.ამითი დავამტკიცეთ, რომ საქართველოში ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება სწორი გადაწყვეტილება იყო",-აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.
ამასთან, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, 24 მილიონი ევროს ღირებულების  6 ახალი პროექტი დამტკიცდა, ასევე  ჰიდროელექტროსადგურ ნენსკრას მშენებლობასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ცნობისთვის, საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics