14:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 21:16:19, 2049 ნახვა

კომენტარი
„ყვარელრემმშენი“-ს დირექტორი: მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია

„მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია“ - ამის შესახებ  შპს “ყვარელრემმშენის“ დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ისნის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. 

როგორც ჯოხარაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეტრო ”ვარკეთილში” სამუშაოები დაასრულა, ჩატარდა ექსპერტიზა. რაც შეეხება მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, ჯოხარიძის თქმით, პასუხისმგებელ სუბიექტს გამოძიება დაადგენს. 

„სამართალდამცველები დაინტრესედნენ, თუ როგორ შესრულდა სამუშაოები და ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა შესრულებულ სამუშაოებს. ექსპერტიზა ჩატარდა სრულყოფილად. არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და შემდეგ ჩამოიშალა ჩვენი გაკეთებული ჭერი. ის, რომ შეკიდული ჭერი იყო, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია”, - განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ. 

„ყვარელრემმშენი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics