14:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 18:01:41, 1650 ნახვა

კომენტარი
ნინო ჯავავახაძე: საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ნდობა უნდა აღდგეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მცირედით შემცირებულია (2016 წელს 57%-ს შეადგენდა). თუმცა, ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ეს არა  დაბალი, არამედ  საშუალო მაჩვენებელია.

ამასთან, „იმედის“ ეთერში მინისტრის მოადგილემ გაზრდილ დანაშაულთა მიზეზებზეც ისაუბრა:

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ის, რომ მაჩვენებელი დანაშაულის გაზრდილია,მთელ რიგ მუხლებში  შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, მაგალითისთვის მოვიყვან ოჯახში ძალადობის მუხლს,სადაც რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გვაქვს გაზრდილი, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დანაშაულის მაჩვენებელია გაზრდილი, გაზრდილია მიმართვიანობა.მსხვერპლი ახლა უფრო  მოწადინებულია, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს  და იმედი აქვს, რომ ეს დანაშაული იქნება გაზრდილი. ანალოგიური შეიძლება ითქვას ტრეფიკინგის და მუქარის მუხლებზე“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება ქურდობისა და გამოძალვის მუხლებს, ჯავახაძის თქმით, ამ მხრივ  მდგომარეობა  საყურადღებოა.

„მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიეცეს და შესაბამისი ქმედებები უნდა გატარდეს. გრძელვადიან პერიოდში  სწორედ რეფორმის გზით არის შესაძლებელი უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის.მოკლევადიან პერიოდში ჩვენი სტრატეგია იქნება, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მკაცრნი და თანმიმდევრულნი კრიმინალთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“,-აღნიშნა ნინო ჯავახაძემ და დასძინა, რომ როცა საუბარია დანაშაულის გახსნაზე, მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოებაც ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან.

„ეს პრობლემაა, ამაზეც არის სამუშაო,  რომ აღდგეს ნდობა საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოებამაც ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, თავად საზოგადოებამაც გაიაზროს, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პოლიციასთან, რომ დანაშაული გაიხსნას. სამწუხაროდ, რამდენიმე გახმაურებული საქმე იყო ბოლო პერიოდში, იყო მძიმე დანაშაულები, რომელსაც არაერთი მოწმე ჰყავდა, თუმცა არც ერთმა, ან  მხოლოდ მცირე პროცენტმა ითანამშრომლა გამოძიებასთან“,-განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, შსს დანაშაულის სტატისტიკას  2018 წლის მარტის ჩათვლით ყოველთვიურად გამოაქვეყნებს, შემდეგ კვარტალურად დეტალურად ჩაშლილი მუხლების მიხედვით, ასევე საზოგადოებას  ყოველწლიური სტატისტიკაც წარედგინება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics