13:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 15:55:12, 1783 ნახვა

კომენტარი
კელი - რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ინტეგრირების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ვგმობთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს.

როგორც კელიმ აღნიშნა, აშშ ამ შეთანხმებას არ აღიარებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შეთანხმების კანონიერებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით. სათათბიროს გადაწყვეტილება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ამიტომ, ვგმობთ მას ვაშინგტონში“, - განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის, აშშ რუსეთის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გმობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics