11:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 19:02:03, 1714 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, გადალახვა და ასევე შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე

ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, ვეტოს გადალახვა და ასევე შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარის პოზიცია არგუმენტირებულად იყოს წარმოდგენილი.

"გვქონდა საუბარი იმ კანონპროექტის დეტალებზე, რომელიც მიიღო პარლამენტმა და რომელიც ახლა გადის ვეტოს პროცედურას. იყო ძალიან საინტერესო დისკუსია და ჩვენ გვქონდა არგუმენტები წარმოდგენილი. უნდა გაგრძელდეს შემდგომი კონსულტაციები და ამაზე დღესვე შევთანხმდით. უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, სადაც კიდევ ერთხელ გაიცვლება არგუმენტები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის ვეტოს დაძლევა, ჩვენთვის მთავარია მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც საზმაუს განვითარების ინტერესს წაადგება და ასევე არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, ამას შემდგომი განხილვები გამოავლენს. ყურადღებით ვუსმენდი კერძო მაუწყებლების წარმომადგენლებს. ყველა არგუმენტი რა თქმა უნდა ყურადსაღებია. მთავარია, რომ არგუმენტი იყოს დაფუძნებული მსჯელობაზე. ვეტოს ტექსტში, რომელიც 21-გვერდიანია, არც ერთი არგუმენტი არ არის ამოკითხვადი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ბევრად უფრო ღრმა საუბარი შედგა დღეს. მნიშვნელოვანია მათთან შეხვედრა განმეორდეს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, ვეტოს გადალახვა და ასევე შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე. ამის სამივე მეწანიზმი აქვს საქართველოს პარლამენტს. მთავარია იმ შეხვედრის ჩატარება. ველოდებით არგუმენტებს მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და ასევე შედგება კონსულტაციები საზმაუს წარმომადგენლებთან. ხშირად საპარლამენტო ცხოვრებაში არსებობს არგუმენტების დეფიციტი, მაგრამ აქცენტს სწორედ არგუმენტებზე გავაკეთებთ. შემდგომი ფორმატი უნდა იყოს ბევრად ფართო და მას უნდა ესწრებოდნენ ასევე კომიტეტები და დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტაი აქტიურად იყვნენ ჩართული.",-განაცხადა კობაძიემ და დასძინა, რომ მორიგი შეხვედრის თარიღი დაზუსტდება.

"ეს ტექნიკური მხარეა - მთავარია შეხვედრა შედგეს", - აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოჩენილი ინიციატივისთვის და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics