11:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 18:42:43, 1559 ნახვა

კომენტარი
ჩიხრაძე: კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა

 პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს  ეხმაურება და ამბობს, რომ „დღეს კიდევ ერთხელ იხილეს მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა“ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ"  კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით.

 ჩიხრაძის თქმით, სამწუხაროა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში.

,,სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისაგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად მეორე დღესვე, თავად დაიწყო მიღებული ცვლილებების ჩასწორება.

დღესაც ის ესაუბრებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმაზე, რომ თურმე მიღებული კანონის შემდეგ, რომელსაც ამდენი ვნებათაღლევა მოჰყვა მიღების პროცესში, ახლა უნდა დაიწყოს გამოთვლები, არგუმენტების აწონდაწონა და ისე უნდა იქნას გადაყვეტილებები მიღებული, რაც თავის დროზე უნდა გაკეტებულიყო და არა პოსტ ფაქტუმ.

ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირისაგან, ჩვენ პერმანენტულად, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვისმენთ ასეთ უარგუმენტო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებებს.

დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე მმართველი პარტიის  ინტერესი არ არის მიღებული კანონების საფუძველზე, რა ვითარება შეიქმნება, მედიაბაზარზე და მას ავიწყდება, რომ მმართველი პარტიის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სახელომწიფოს ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული მედიაბაზარი, არ ზარალდებოდეს მედიამრავალფეროვნება, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელიც" იყოს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს სხვა მედიასაშუალებების განვითარებაში", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოა.

მისივე  შეფასებით, პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში ფაქტობრივი უზუსტობებია. კერძოდ, მისი განმარტებით, შენიშვნებში წერია, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდული და კლებადია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი პირიქით, მზარდია:

„მაგალითად ნათქვამია, საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდულია და ამავე დროს კლებადი. შეზღუდული რას ნიშნავს ეს ცალკე თემაა, მაგრამ კლებას რაც შეეხება, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა კლებადი საქართველოს სარეკლამო ბაზარი, აღმოჩნდა რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში კლებადი არ არის. ვეტოს ვკითხულობთ, 0 არგუმენტია წარმოდგენილი, რაღაც ცუდია, მაგრამ რატომ არის ცუდი ეს დასაბუთებული არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტს პრეზიდენტს ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics