11:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 15:58:09, 1546 ნახვა

კომენტარი
კარასინი: რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად

„რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თუმცა, როგორც კარასინმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება იქნება შესაძლებელი, არასწორია.

„თბილისში უყვართ საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით პირველ რიგში იმედოვნებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას და რომ ახლა მოტყუებულები დარჩნენ. ეს  სწორი არ არის, რადგან ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ ჩვენი ქართველი პარტნიორები, რომ მათთან ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა განზომილებაშია“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა  2012 წლის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება 2012 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. იმ მომენტისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დიდ კრიზისს განიცდიდა.  მიზეზი კი, სისტემური ანტირუსული პოლიტიკა იყო, რომელსაც  სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მოჰყვა. ახალმა მთავრობამ ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვა, რასაც ჩვენ მივესალმეთ“, - განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ რუსეთი მომავალშიც აპირებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.

„რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics