|
2018-01-25 15:16:15, 1764 ნახვა
კომენტარი
იზორია: ევროკავშირთან დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის მიმართულებითაც ვითანამშრომლებთ, რათა უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ
„გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირში, არის დამსახურება იმისიც, რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმიოსვლის შესაძლო შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხოების სხვა მიმართულებითაც (ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაცია) ითანამშრომლებს, რათა ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლა შეინარჩუნოს: „ჩვენ ვართ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა, გუშინ ჩვენ გვარდიის 20-ეული ვროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის ფარგლებში მივავლინეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. აე რომ, ჩვენ, როგორც პარტნიორები, ვართ დაფასებული, მათ შორის ამ კონტრიბუციის გამო, და ბუნებრივია, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირში, არის სწორედ დამსახურება იმისიც, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში და ვითანამშრომლებთ ასევე უსაფრთხოების სხვა მიმართულებითაც, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ან არალეგალური მიგრაციაც იმისთვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)