09:53 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 17:42:49, 1531 ნახვა

კომენტარი
გიორგი გაჩეჩილაძე: პრემიერი ტარიელ ხეჩიკაშვილს იცავდა და ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა

„მოკვლევის დაწყებით ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რადგან მოკვლევა არ იწყება თუ რაღაც გონივრული ეჭვი არ გაჩნდა, ზუსტად ის ეჭვი, რაზეც  მე ვლაპარაკობდი და რასაც ბოდვას უწოდებნენ“,-ასე გამოეხმაურა გია გაჩეჩილაძე (უცნობი)  კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას,  დაიწყოს მოკვლევა მოპასუხეების-შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ნაადრევი განცხადებები გააკეთა. „უცნობი“ ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბოლომდე ინფორმირებული არ იყო:

„ახლა შეიძლება უნდათ თვითონ რომ რაღაცნაირად გააბაიბურონ და გადაათამაშონ ისე, თითქოს არც არაფერი ისეთი არ მოხდა და მერე რა, რომ მოკვლევა დაიწყო და როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება. ასე არ არის, ძვირფასო საზოგადოებავ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, რომ მოკვლევა დაიწყო, იმიტომ, რომ მოკვლევა არ იწყება თუ რაღაც გონივრული ეჭვი არ გაჩნდა. ზუსტად ის ეჭვი, რაზეც მე ვლაპარაკობდი და რაზეც მეუბნებოდნენ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი, ბოდვა. ხეჩიკაშვილს იცავდა პრემიერი და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა პრემიერ-მინისტრი. არ იყო ის ბოლომდე ინფორმირებული იმის შესახებ, იქ რაც ხდებოდა. ჩემთვის რომ მოესმინა მას, მე ინფორმაციას მივაწვდიდი“, - ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე. მომჩივანი  მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე. მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით,  დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს და საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეების-შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტოსაქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“   მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტო მოკვლევას იწყებს.

„ვინაიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა მოპასუხეების შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შესაძლო შეთანხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შეფასებას, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოკვლევა აღნიშნული მოპასუხეების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის შესწავლას პერიოდულად ახორციელებს“,-ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე  გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს   უსაფუძვლო უწოდა და ისიც თქვა, რომ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, მზად იყო, თანამდებობა დაეტოვებინა,

ამ თემაზე განმარტება გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო.

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2017 წლის 7 აპრილს გამოაცხადა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას.  ტენდერში მონაწილეობა სულ 4-მა კომპანიამ მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics