09:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 14:13:08, 1748 ნახვა

კომენტარი
ბაია პატარაია შსს-ს რეფორმაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რეალურ შედეგებს ველოდებით

„ვფიქრობთ, შსს-ს ადამინის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეძლებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ მწვავედ არის  გავრცელებული“, - ამის შესახებ „ქალთა მოძრაობის“ წევრმა ბაია პატარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, უწყების მხრიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლესაც რეალური შედეგები უნდა მოჰყვეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რეალურ შედეგებს ველოდებით. ქალთა მოძრაობა 2 წლის განმავლობაში ითხოვდა სპეციალური დანაყოფის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინაიდან მთელი რიგი გამოძიება, რომელიც გენდერულ დისკრიმინაციულ დანაშაულზე ხდება, არის გართულებული. გვგონია, რომ ეს სპეციალიზებული 10 ადამიანი, შეძლებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ მწვავედ არის  გავრცელებული. ამ ეტაპზე, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი დეპარტამენტია და მივესალმები ყველანაირად“, - განაცხადა პატარაიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე, დაინტერესებულ მოქალაქეებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics