09:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 11:43:14, 1490 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო.

იუსტიციის მინისტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა.

 როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის მნიშვნელობას და ნარკოპოლიტიკის მოწესრიგებისთვის სწრაფი, ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

„ვხედავთ, რომ დისკუსია, ნარკოპოლიტიკის თემაზე, დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლას და მათ რეალიზაციას. აქ ჩვენ, რეალურად, ვხედავთ სერიოზულ რისკებს. ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. ნარკოტიკების მოხმარებასთან ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული. ეს არ უნდა იყოს მოხმარების წახალისების პროვოცირება. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალზედ ბევრი კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული, რომლებმაც კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანა და შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ სჯობს ყველა უწყებას, ერთ პლატფორმაზე კონცენტრირებულად ჰქონდეს საშუალება, გამოთქვას აზრი. ეს დაგვეხმარება სწრაფად და მაქსიმალურად ობიექტურად მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა და აბსოლუტურად მკაფიო ხედვა, ყველა მიმართულებით. ჩვენ ვემხრობით ჰუმანურ მიდგომებს, გვინდა, რომ დავიცვათ ბალანსი, თუმცა ჩვენი ჰუმანური მიდგომები არ უნდა გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა - რას ვაკეთებთ და რა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ ამ ფორმატში, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს 17 იანვარს მიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics