08:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 18:12:36, 1772 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას: ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე, ის უსაფრთხო და ეფექტურია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  საუბარი, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, მინისტრი გავრცელებულ სხვა  არაზუსტ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამოდენიმე პუნქტისაგან შედგებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც ნიშანდობლივია, მისი არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ეს პრობლემა  ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე. არავითარ შემთხვევაში, ეს მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე - ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. მეორე, გავრცელებული ინფორმაციაც, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტირებული, არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა,  არ შეესაბამება სიმართლეს. ესეც იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს, არა მარტო რეგისტრირებული, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი. მესამე იყო ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ჩვეულებრივად ვაქცინის, ან სხვა რაიმე მედიკამენტის  რეგისტრაციაში არის რამოდენიმე დონე. ერთი არის საკუთრივ რეგისტრაცია და ამაზე უფრო მაღალი დონეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის უფრო მაღალი თამასა. ჩვენ ვცდილობთ, ყველა ვაქცინა, თუ არსებობს მსოფლიო  ბაზარზე, იყოს მსოფლიო ორგანიზაციის მეირ პრეკვალიფიცირებული, თუმცა ყოველთვის ეს არ ხდება. მაგრამ თუ პრეკვალიფიკაციას მოხსის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა (ცოფის ვაქცინაციაზე ვსაუბრობ, არა გეგმიურზე, მას საერთოდ არც კი უნდა შევეხოთ) ვაქცინაცია სანამ ახალს არ შემოვიტანდით (ეს დაიჭერდა სადღაც თვენახევარს და ამ თვენახევრის განმავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს, გარდაიცვლებოდა რამოდენიმე)ან  გაგვეგრძელებინა ისევ, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა. 20 მარტიდან უკვე ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ",-განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ  არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია:

"უფრო მეტიც, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო სამი წელი არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით, როდესაც წელიწადში საშუალოდ 5-6 ადამიანი გარდაიცვლებოდა ხოლმე",-აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის  სამსახურს  აღნიშნულ საკითხზე კითხვები აღარ აქვს:

"გვქონდა კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს,  მოხსნილია დღის წესრიგიდან", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ნუ აიცრუებენ  გულს ვაქცინაციაზე, რადგან ის, როგორც სერგეენკო აღნიშნავს, უსაფრთხო და ეფექტურია.

"ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური და იცავს დაავდებებისგან და ის ვაქცინები, რომელიც დღესაა საქართველოში, მაღალი ხარისხისაა",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის  ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის  გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.

„ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მოტივი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი  შეგვეტანა  2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა,  დეტალურად შეესწავლა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.

2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის  შესახებ“,-აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის განცხადებაში.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აუდიტს კითხვები აღარ აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics