08:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 12:44:54, 1822 ნახვა

კომენტარი
ჭანტურიას ადვოკატი: ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სამსონ ქუთათელაძეს სხვა პირებთან ჰქონდა კონფლიქტი - მას ფულს სთხოვდნენ

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია ამ დრომდე დაკავებულია, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ანა კეკელიძემ განაცხადა.

როგორც კეკელიძემ აღნიშნა, დაცვის მხარის ხელთ არსებულ ჩვენებში საუბარია სამსონ ქუთათელაძესა და სხვა პირებს შორის გარკვეულ დაძაბულ ურთიერთობებზე.

"ასევე, არის საუბარი იმაზე რომ სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხასაც და ისინი არ არიან დაკავებულები, არ იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი მრავალი საათის განმავლობასი. სახელების და გვარების დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია. პოლიციამ ეს საქმე უნდა ობიექტურად გამოიძიოს, რომ გიორგი ჭანტურია არ იყოს განტევების ვაცი", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, გუშინ დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ჭანტურიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით  აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics