|
2015-05-12 17:44:32, 759 ნახვა
სპორტი
ელენე გოცაძე: არ გამოვრიცხავ, რომ 31%-ს ევროპული და ევრაზიული კავშირი ერთმანეთში აერია
NDI-ს ბოლო კვლევებთან დაკვშირებით ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ "ექსპრესნიუსთან" ვრცელი კომენტარი გააკეთა. გთავაზობთ ინტერვიუს. – ორი დღის წინ NDI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 31% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მოსაზრების ასეთი მკვეთრი ცვლა? ხომ არ უკავშირებთ ამას ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულების სხვადასხვა დაწესებულებების უფრო სუსტ მუშაობას იმასთან შედარებით, რაც მანამდე მუშაობდნენ? -დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. საერთოდ სოციალური კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იმიტომ, რომ ეს არის, პრაქტიკულად, საზოგადოების ხმა და ის ტენდენციები, რაც აქ დაფიქსირდა, მნიშვნელოვნად უნდა გავიზიაროთ. ეს რაც დაფიქსირდა და რაც სიახლეა, თქვენ ახსენეთ 31% გამოკითხულთა, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. მე ვფიქრობ, კვლევის მონაცემები და მანამდე მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. ასე საკითხი კვლევაში მანამდე არ დასმულა, რაც ჩემთვის ეს არის სიახლე ასე. მე ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება მომხდარიყო აღრევა, ზოგისთვის ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი მთლად სხვადასხვა ადვილად განსაცალკავებელი არ არის. აღრევასაც ვუშვებ რომ ყოფილიყო, თუმცა ტენდენცია მაინც დასაფიქრებელია. მე ვფიქრობ, რომ აქ არის რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად: ანტიდასავლური კამპანია, რომელიც ძლიერდება დღითიდღე და მძლავრობს არამარტო საქართველოში, ასევე მოლდოვაში, უკრაინაში თავად ევროკავშირის ქვეყნებში და ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს დასავლური ინტეგრაციის მისწრაფებას, დასავლურ ინტეგრაციის გზას. ესეც ერთ-ერთი ფაქტორი არის იმავე კვლევაში ნაჩვენები, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში 50%, იღებს სწორედ რუსულენოვანი საინფორმაციო–შემეცნებითი არხებით . ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე, 2008 წლის შემდეგ საქართველოში მიღებული იქნა დადგენილება, რის მიხედვითაც, რუსული მაუწყებლობა საქართველოში აიკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება განხილულიყო გამოხატვის თავისუფლების ჩახშობად, რეალურად იყო გათვითცნობიერებული რუსული პროპაგანდიდან მომდინარე საფრთხე. ამ დღეებში ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც რუსული საინფორმაციო პროპაგანდის განეიტრალება უნდა მოხდეს. რა ხერხებით უნდა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროპაგანდის განეიტრალება? -მეთოდები, რითიც ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსულ ძალიან მძლავრ პროპაგანდისტულ მანქანას არის სადავო. კარგი იქნებოდა აკრძალვა დარჩენილყო. ისინი არამარტო საინფორმაციო საშუალებებს იყენებენ, იყენებენ სხვადასხვა რესურსებს, მათ შორის ფინანსურ რესურსებს, ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კულტურულ ღონისძიებებს. სხვადასხვა საშუალებებით ხდება მათი პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა. მხოლოდ ტელევიზიები მარტო არაფერს არ წყვეტს რა თქმა უნდა, თუმცა ტელევიზია არის ყველაზე მეტად გავლენიანი საინფორმაციო საშუალება და აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება, როგორ დავუპირისპირდეთ ჩვენ მას. აკრძალვა არის სადავო თემა, რადგანაც სიტყვის თავისუფლება არის პრიორიტეტი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მე უფრო ვიტყოდი, რომ საჭირო არის ქმედითი ალტერნატიული საშუალებების შემოღება იმისათვის, რომ მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა კარგად არ იცის და იღებს ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებებიდან, იყოს არჩევანი. აქ კიდევ მნიშველოვანია ერთი ფაქტორი, რომ რუსეთი ხმარობს სუფთა კლასიკურ პროპაგანდისტულ მეთოდებს და მათი დაპირისპირება ასევე პროპაგანდისტული მეთოდებით ნამდვილად არ არის სწორი. მე ვფიქრობ, უფრო მეტი ფაქტების, შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება იქნება ამ შემთხვევაში უპრიანი, ვიდრე პროპაგანდის პროპაგანდითვე დაპირისპირება. ეს უფრო კონტრპროდუქტიული იქნება. თუმცა ის, რომ ეს არის უსაფრთხოების საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და უნდა მოხდეს შესაბამისი შესწავლა ამ თემის, ეს უკვე დღის წესრიგში აშკარად დგას. რამდენიმე დღის წინ BBC-ზე გამოქვეყნდა რეპორტაჟი, რომ ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორია. BBC -მ თქვა, რომ საქართველოს სკოლებში ძალიან დიდი როლი უჭირავს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ჩვენ გვახსოვს ეკლესიის განცხადებები, რომ რუსეთი არის ჩვენი მოძმე ქვეყანა, მეგობარი, რომ პუტინი არის ჭკვიანი ლიდერი და ა. შ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვალდახუჭულად ენდობა ეკლესიას, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კვლევის შედეგებზე გარკვეული ზეგავლენა ზემოთაღნიშნულმა ფაქტორებმა იქონია? – მე გარკვეულწლად არ გეთანხმებით, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმით, რომ მე ვახსენე ყველაზე სანდო ინსტიტუტები და მათ შორის ეკლესიაა. ეს ასე იყო და უახლოეს პერსპეკტივაში, ალბათ, ასე დარჩება. ეს ფაქტობრივად აჩვენებს, რომ ეკლესიას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ექნება ძალიან მნიშვენლოვანი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აუცილებელია ეკლესიასთან ერთად ვიმსჯელოთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს მომავალი არის უკვე განსაზრვრული – ეს არის საზოგადოების მიერ არჩეული ევროპული გზა. ჩვენ გვქონდა ევროპის კვირეული წინა კვირას და კვირეული გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან მიიღო მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაში და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ფასეულობები, რომლებიც გვიზიდავს ქართველებს, უხვად გააჩნია ევროპას. ეს არის პატრიარქის სიტყვები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ წინა კვირაში შეხვედრა გვქონდა გორისა და სამთავისის ეპარქიაში მღვდელმთავრებთან. ეს იყო ძალიან გულახდილი და სასარგებლო საუბარი. აღმოჩნდა, რომ იქ მოსული მღვდელმთავრები ყველანი იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ საქართველოსთვის დასავლეთისკენ სწრაფვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ აქ საუბარი არის იმ ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებაზე, რომელთაც, მათი აზრით, საფრთხე ექმნებათ. ჩვენ როდესაც ვისაბრეთ, გავარკვიეთ, რომ ისინი ალტერნატივას რუსეთთან ინტეგრაციაში არ ხედავდნენ. ცალსახად აღინიშნა, რომ ჩვენ რუსეთთან ინტეგრაცია არ გვიჭრდება, არაერთხელ აღნიშნეს, ასევე გაიხსენეს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური ქმედებები. სტერეოტიპად მიმაჩნია, რომ ეკლესია არის ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგი. ანუ ამ მოსაზრებებს საფუძვლები არა აქვს? საფუძვლები, ალბათ, აქვს და ეკლესია, ისევე, როგორც საზოგადოება ზოგადად, არ არის მონოლითური ორგანო და მასში არის აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, ეკლესიას სათავეში უდგას კათოლიკოს პატრიარქი, მე მისი პოზიცია უკვე ვთქვი. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვენლოვანია ის ფასეულობები, რაც გააჩნია ევროპას. მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ამის წარმოჩენა თავად ევროპინტეგრაციის პროცესისთვის არის საზიანო და ჩვენ გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ის მონაპოვარი, რაც ჩვენ დღეისათვის გვაქვს. ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ერი და ბერი ამ გზაზე იყოს ერთად. ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან მომრავლებულია ევროსკეპტიკები, იგივე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში. თუმცა, ჩვენ არ ვართ მათ დონეზე განვითარებულები, ჩვენ ვართ საქართველო, სადაც უამრავი პრობლემა გვაქვს და ჩვენი ქვეყნის ხსნას ვხედავთ ევროინტეგრაციაში. თქვენ, თქვენი ცენტრი, როგორც ერთ-ერთი პასუხისმგებელი რგოლი ამ პროცესის საზოაგადოებამდე სწორად მიტანაში, რის გაკეთებას გეგმავთ კვლევების შემდეგ და ხომ არ გაქვთ ისეთი აქტივობები, რაც სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობას რაღაცნაირად შემოაბრუნებს ევროინტეგრაციისკენ? -ძალიან საინტერესო კითხვა დასვით, ეს კვლევა გუშინ გამოქვეყნდა და ჯერ კიდევ ველოდებით მნიშვნელოვან მონაცემებს ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რაც ასევე დასკვნის გაკეთების საშულებას იძლევა. მე ასევე მინდა ჩემი ხედვაც მოგახსენოთ. მე ვფიქრობ, რომ რადგანაც მოხდა ეროვნულ საკითხებში ტერიტორიული მთლიანობის უკან ჩაწევა და მისი ჩანაცვლება ინფლაციით და ლარის გაუფასურებით, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი კავშირი დავინახოთ ევრაზიული კავშირისკენ გადახრილ საზოგადოებასთან. მე ვფიქრობ, რომ როდესაც არის ეკონომიკური ვარდნა, არ შეიმჩნევა მაინცდამაინც სწრაფი ტემპი ქვეყნის განვითარების, ამ შემთხვევაში საზოგადოება იხრება სწორედ რუსეთისკენ. როდესაც არის ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული ქვეყანა, სწარაფად ვითარდება პროცესები, მათ შორის დემოკრატიული პროცესები, საზოგადოება იხრება ევროპისკენ. ეს არის მნიშვნელოვანი. ამის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს არამარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა. ჩემი ორგანიზაცია არის სსიპი, საკმაოდ შეზღუდულ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებში და სახელმწიფოს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, გაერთიანება იქნება მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ამ გზაზე ვერ გააკეთებს ვერაფერს თუ არ მოხდება მთლიანად საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება, იმიტომ რომ ეს არის ხალხის მიერ არჩეული გზა, ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩეული გზა. მთავრობა მხოლოდ ახორციელებს ამ დაკვეთას. ჩვენ ამას ასე უნდა შევხედოთ და თუ რამე არ მოგვწონს, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ გასაკეთებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)