|
2026-06-05 22:00:16, 7158 ნახვა
საზოგადოება
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ივანიშვილის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება "სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის" დამტკიცების შესახებ. ბრძანების თანახმად, სკოლებმა 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნვეყონ "აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება", მათ შორის, მობილური ტელეფონების/სმარტფონების და ჭკვიანი საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი. "წესის მიზანია სკოლაში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების რეგულირებით სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის, მოსწავლეთა კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სათანადოდ გამოყენების კულტურის დანერგვა". - ნათქვამია ბრძანებაში. ბრძანების თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:
რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, ახალი წესით, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ხორციელდება სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. საკომუნიკაციო არხების განსაზღვრის ვალდებულბა სკოლას ეკისრება, მათ შორის: სკოლის დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები/სოციალური ქსელები და სხვა. ბრძანების მიხედვით, სპეციალური სათავსები უნდა განლაგდეს თითოეულ საკლასო ოთახში. ამასთან, სკოლა უფლებამოსილია, სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების განლაგების პრინციპი. მოსწავლეს უფელბა აქვს სკოლაში იქონიოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, თუმცა სასწავლო პროცესის განმავლობაში ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება შეინახოს სპეციალურ სათავსში, გამორთულ მდგომარეობაში, გარდა ამ წესით დადგენილი შემთხვევებისა. წესის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს/სკოლას დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)