|
2017-12-27 17:49:13, 3736 ნახვა
პოლიტიკა
ხმაურიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ჯანდაცვის კომიტეტი დღეს სხდომას ჩაატარებს
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტის სათათბირო ოთახში გამართული ხმაურიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. მარიამ ჯაშის თქმით, სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ვერ იწყებოდა. მისივე განმარტებით, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობა ყველაზე სენსიტიური ინიციატივაა, რომელზეც დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კომენტარი გააკეთა აკაკი ზოიძემაც: "ახლა არის ქვორუმი. ემოციური თემაა და ცუდი არა არაფერი იმაში, რომ პარლამენტარები თავიანთ სულს და გულს დებენ იმ საკითხებში, რაც მიჩნიათ სწორად, ან არასწორად",-აღნიშნა აკაკი ზოიძემ. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა სამ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა როგორ აღვნიშნეთ, ქვორუმის არ არსებობის გამო, ვერ დაიწყო. ახლა კი ოპოზიციის დეპუტატების მონაწილეობით სხდომის დაწყება შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის კომიტეტის წევრი 7 დეპუტატი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტზე დასწრებას არ აპირებს. ეს დეპუტატები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალურ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)