|
2026-11-05 17:45:13, 344 ნახვა
ეკონომიკა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებლებს ორ ყველაზე გაყიდვად მოდელზე სპეციალურ ფასს სთავაზობს: XC60 B5 - 110 000 ლარად, ხოლო XC90 B5 145 000 ლარად არის ხელმისაწვდომი. შეთავაზება 1 ნოემბრიდან მოქმედებს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სააქციო ავტომობილების რაოდენობა ლიმიტირებულია. ნიკა ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორი: „ეს შეთავაზება უპრეცედენტოა - ასეთი ფასი „ვოლვო ქარ საქართველოში“ აქამდე არასოდეს გვქონია. გასულ წელს XC90 170 000 ლარი ღირდა, XC60 კი - 130 000 ლარი, ანუ ფასდაკლება დაახლოებით 15%-ია. აქცია ჩვენს ორ ფლაგმან მოდელზე გამოვაცხადეთ, რომლებიც გაყიდვებში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს. მაქსიმალურად ვეცადეთ, საუკეთესო ფასი დაგვედგინა და ამავდროულად მომხმარებლისთვის ისეთი კომპლექტაციები შეგვეთავაზებინა, რომლებიც კომფორტთან ასოცირდება - მაგალითად, სავარძლების გათბობა და პანორამული ჭერი. გვინდოდა, ამ შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ამასთანავე, აქციას დამატებითი პირობები არ აქვს - მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ მოვიდეს და ავტომობილი ახალ ფასად შეიძინოს“.
XC60 საშუალო ზომის SUV-ია, XC90 კი - შვიდადგილიანი დიდი SUV, რომელიც უპირველესად დიდ ოჯახებზეა გათვლილი. ორივე მოდელი B5 ძრავით, მსუბუქი ჰიბრიდის (Mild Hybrid) ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ავტომობილის შეძენა ლიზინგის მეშვეობითაც შესაძლებელია. „ვისაც არ სურს თანხის ერთიანად დაფარვა, შეუძლია, ლიზინგის საშუალებით ყოველთვიურად გადაანაწილოს, თვეში 2 300 ლარიდან“, - განმარტავს ნიკა ყოჩიაშვილი. შეთავაზებაზე „ტრეიდ-ინიც“ ვრცელდება - მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ძველი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოში“ მიიყვანოს, კომპანიას შეაფასებინოს და ღირებულების შესაბამისი თანხა ახალი Volvo-ს შესაძენად გამოიყენოს. ავტომობილებზე მოქმედებს 3-წლიანი ან 100 000 კილომეტრის გარანტია, რომლის გახანგრძლივებაც მომხმარებელთან ინდივიდუალური შეთანხმებით არის შესაძლებელი. სპეციალური შეთავაზების პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველო“ სააქციო მოდელების კონკრეტულ კომპლექტაციებზე მომხმარებელს Volvo 365-ს სთავაზობს. ეს უნიკალური პროდუქტი ახალი Volvo-ს მფლობელს შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს. თამარ ზოზიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა“. პროდუქტის სახელწოდება „360+5“ იდეას ეფუძნება: 360 მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, 5 - ძირითად ბენეფიტებს, რომლებითაც მძღოლები ისარგებლებენ, 365 კი სიმბოლურად წლის თითოეულ დღეს აღნიშნავს. შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის მოვლას შვედი მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. მყიდველები ასევე მიიღებენ სეზონური საბურავების კომპლექტს, რომელიც ნებისმიერი ამინდის პირობებში მართვის უსაფრთხოებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. Volvo 365-ის ნაწილია 1 500-ლიტრიანი საწვავის პაკეტი და ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც ავტომობილის მფლობელს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან იცავს. XC60-სა და XC90-ზე უპრეცედენტო ფასები ნოემბრის ბოლომდე მოქმედებს და სააქციო ავტომობილების შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება. ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს მოდელების მახასიათებლების ადგილზე გაცნობა „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში შეუძლიათ. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე ელექტრული ავტომობილები და შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)