|
2017-12-27 17:21:03, 4159 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში ხმაურია
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახიდან ძლიერი ხმაურისა და დაპირისპირების ხმა ისმის. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განეხილათ. სხდომა სამ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ქვორუმის არ არსებობის გამო, ვერ დაიწყო. საქმე იმაშია, რომ კომიტეტის აპარატის წარმომადგენელის ინფორმაციით, 7 დეპუტატი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტზე დასწრებას არ აპირებს. ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი. სათათბირო ოთახში იმყოფება ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც. სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვსობაა. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)