|
2017-12-26 13:14:10, 2366 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს შეხვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია. ირაკლი კობახიძემ სერჟ სარქისიანს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მძიმე წუთებში სომეხი ერის თანადგომას დიდად აფასებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებს თანამშრომლობის გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და გააქტიურებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ხალხთა შორის ურთიერთობას ენიჭება და დაადასტურეს, რომ როგორც საქართველოს, ასევე, სომხეთის პარლამენტი ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის მზადაა. სერჟ სარქისიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს მეზობლობის გარდა, მრავალსაუკუნოვანი კავშირი აქვთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარების ვალდებულებას ქმნის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის როლი. მხარეების თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის დინამიური ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოეს მომავალში საქართველო და სომხეთი სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადიან. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. მხარეებმა ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და ყურადღება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ქვეყნის შიდა რეფორმების დღის წესრიგი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, სომხურმა მხარემ ირაკლი კობახიძე ვიზიტით სომხეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)