20:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 15:31:13, 1963 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ოპოზიცია პროგრესს ვერ ხედავს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გამართული რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა შეაჯამა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

სესიაშვილის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია  პროგრესს ვერ ხედავს:

„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპოზცია პროგრესს ვერ ხედავს, ვერ ხედავს იმიტომ, რომ  ეს არის მათი დღის წესრიგი, მაგრამ მინდა, მათ ვურჩიო, რომ შედარებას გადაეჩვიონ და ქალბატონმა თეამ ძალიან სწორად მოიყვანა ის მაგალითები. ბატონი გიგა ბოკერია როდესაც საუბრობს, რომ თურმე პოლიციის მიმართ ნდობა დაეცა, მაშინვე მახსენდება ის პოლიცია, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს იღებდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ხდებოდა პოლიციის ნაწილის გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე სანადიროდ, მიტინგების დასარბევად, შემდეგ სამწუხაროდ გვამებს პოულობდნენ, ან ეძებდნენ. თუ ბატონ ბოკერიას ასეთი პოლიციის მიმართ ნდობა ენატრება,  უკვე კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება ჩვენი პროგრესის მიმართ. ვისურვებდი, რომ პროგრესზე ვიყოთ ორიენტირებული. შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ გვაქვს პოლიტიკური ნება, სურვილი, რომ მაქსიმალურად საზოგადოებაზე, სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა გავატაროთ. ბატონო გიორგი (გახარია), ყველაზე მეტად გგულშემატკივრობთ, რადგან მართლაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ხართ, რაც ჩვენთვის ცნობილია. კიდევ ერთხელ დაუდასტურეთ ყველა პოლიციელს ჩვენი გულწრფელი თანადგომა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და უშიშროების,  საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics