|
2026-11-05 16:42:54, 267 ნახვა
ეკონომიკა
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ავტომობილების გაქირავების კომპანია Europcar Georgia-მ საერთაშორისო ჯილდო, World Luxury Travel Awards უკვე მეოთხედ მოიპოვა, ნომინაციაში „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“. Europcar Georgia-სთვის ეს შედეგი უფრო მეტია, ვიდრე მორიგი წარმატება - ის ადასტურებს, რომ ბრენდი მომსახურების მაღალ დონეს სტაბილურად ინარჩუნებს და მომხმარებლები კომპანიას ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ენდობიან. ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის აღიარება საერთაშორისო მომხმარებლებისგან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რაღაცას ვქმნით, გვინდა, რომ მომხმარებლის შეფასებაც საუკეთესო იყოს, და ეს ჯილდო სწორედ ამას ადასტურებს. გამარჯვებასთან ერთად, გაცილებით იზრდება პასუხისმგებლობა, რადგან შემდეგი წელი წინაზე უკეთესი უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შრომა, რომელსაც Europcar Georgia-ს თითოეული თანამშრომელი განვითარებასა და წინსვლაში ვდებთ, ფასდება. მომსახურების მაღალ ხარისხს კომპანია, პირველ რიგში, გუნდის განვითარებით ინარჩუნებს. თანამშრომლებისთვის ხშირად იმართება ტრენინგები მომსახურების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მთელი წლის განმავლობაში იმდენ მომხმარებელთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ეს თავისთავად დიდ გამოცდილებას გვძენს. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული თანამშრომელი თავისი ცოდნით მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას სთავაზობდეს და ჰქონდეს მოტივაცია, რომ ყოველდღე იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინ“. World Luxury Travel Awards-ის ამ ნომინაციაში გამარჯვებულს მომხმარებლები ასახელებენ. შეფასებისას ჯამდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჯავშნების მომხმარებლების აზრი, გამარჯვებული კი ქულების მიხედვით ვლინდება. საუკეთესო შეირჩევა ქვეყნების მიხედვით და გამოკითხვაში თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდი მონაწილეობს. „რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია: პერსონალის მომსახურება, ანუ სერვისის დონე, ავტომობილის მდგომარეობა და დროის დაზოგვა ავტომობილის აყვანისას და ჩაბარებისას“, - განმარტავს ნინო პატარაია.
გასულ წელს Europcar Georgia-მ მომსახურების პროცესი დახვეწა. კომპანიამ დანერგა ონლაინპლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ონლაინჯავშანს სწრაფი რეაგირების გუნდთან აკავშირებს. შედეგად, ავტომობილის გაცემა-დაბრუნების მომსახურებისთვის საჭირო დრო შემცირდა. განახლდა ავტოპარკიც - Europcar Georgia-ს პორტფელს დაემატა ის მოდელები, რომლებზედაც მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილები. გარდა ამისა, მართალია, World Luxury Travel Awards ავტოგაქირავების მომსახურებას აფასებს, თუმცა Europcar Georgia-ს საქმიანობის დაახლოებით 80–85%-ს კორპორაციული მიმართულება, საოპერაციო ლიზინგი/ფლიტ მენეჯმენტი შეადგენს. ამ სეგმენტში კომპანია ელექტრომობილებითაც არის წარმოდგენილი და გარემოზე ზრუნვას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკურსს, World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან. Europcar ავტოგაქირავების ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში კი მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა ჰოლდინგია“. ამჟამად Europcar Georgia საქართველოში, 3 ქალაქში, 4 ფილიალით არის წარმოდგენილი - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს ის ქალაქებია, სადაც საერთაშორისო ფრენები სრულდება. გარდა ამისა, ოპერირებს სომხეთსა და უზბეკეთშიც. მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასთან ერთად, სამომავლოდ კომპანია ავტოპარკის, მასშტაბისა და გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. -- Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)