|
2017-12-15 11:10:40, 1888 ნახვა
პოლიტიკა
კანონპროექტის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირად საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც განისაზღვრება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიასა და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსში განხორციელდება ცვლილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, დადგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. მოქმედი რედაქციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს. ამასთან, თანამდებობის პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ფრაქციის თავმჯდომარის ერთ- ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა პოლიტიკურ ან/და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რაც ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს მივლინებას ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ფრაქციის საქმიანობის შეფერხების ობიექტური რისკი, ვინაიდან ფრაქციის თავმჯდომარე არის ფრაქციის საქმიანობის ერთპიროვნული წარმმართველი. მათივე შეფასებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია და უპრიანი იქნება მისი მმართველობის სისტემის უფრო დეტალიზება და ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, რათა მოხდეს ფრაქციის შიდა ორგანიზაციული საკითხების უკეთ ორგანიზება და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებების სრულად განხორციელება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)