|
2017-12-12 12:21:31, 1899 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის
სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა აუდიტის სამსახურის ეფექტურობისა და მისი რეკომენდაციების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განვითარების პროექტში - სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარებიან, მათ შორის, პირველ რიგში ევროკავშირს, ასევე - GIZ-ს, მსოფლიო ბანკს და USAID-ს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და რეპუტაციაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურის უფროსად შერჩეულია პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი და მის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა. ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება და რეპუტაცია არის ძალიან მაღალი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად შერჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით. ჩვენ ასევე მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენად შერჩეულ იქნა ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, როდესაც ინსტიტუციები ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ. ამიტომ, მივესალმები ამ სტრატეგიას. ის ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ მმართველობის ხარისხი ქვეყანაში, უფრო გამჭვირვალე გავხადოთ იგი და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებითაც ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პროექტი - "საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება", რომელიც 2018-2022 წლებისთვის არის გაწერილი, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარადგინა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)