2017-12-10 17:03:50, 1949 ნახვა
საზოგადოება
ვარდების მოედანზე ახალი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის დასაცავად აქცია-კონცერტი მიმდინარეობს
ვარდების მოედანზე მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით ახალი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის დასაცავად, აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობოლი სახეები, მსახიობები, ჰიპ- ჰოპ შემსრულებლები იღებენ. აქციაზე ახალი ნარკოპოლიტიკის კანინპროექტის დასაცავად რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან. მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზატორები ყველა მოქალაქეს და სუბიექტს მოუწოდებენ, აქციას შემოუერთდნენ.
ცნობისთვის, ვარდების მოედანი გადაკეტილია. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
ავტორი: ,