2017-12-09 10:41:19, 2376 ნახვა
მსოფლიო
პროკურატურა სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს
უკრაინის პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.
ინფორმაციას Strana ავრცელებს.
ცნობისთვის, სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
უკრაინელი დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს თქმით, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას სასამართლო 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს.
ავტორი: ,