|
2017-12-08 18:31:28, 2303 ნახვა
საზოგადოება
ტრენინგების ციკლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ დასრულდა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ციკლი დასრულდა იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაასრულა ტრენინგების ციკლი „ევროკავშირის სამართალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადასცა. ტრენინგების ფარგლებში საჯარო მოხელეები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და კანონის აღსრულებაზე მუშაობენ, მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ ევროპულ სტანდარტებს, სიახლეებსა და გამოწვევებს გაეცნენ. ათამდე საჯარო უწყების მოხელეებისთვის სწავლებას პირველ ეტაპზე ადგილობრივი ექსპერტი სოფიო ჩაჩავა უძღვებოდა, ტრენინგების დასკვნითი ნაწილი კი, საერთაშორისო ექსპერტმა, ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI) პროფესორმა ჰანს-ვოლფგანგ მიკლიცმა ჩაატარა. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ გახდა. აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ეფექტიანობისთვის. ტრენინგები ჩატარდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ − გრანტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“. (NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)