21:57 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 17:44:10, 2027 ნახვა

მსოფლიო
„სულით და სისხლით პალესტინასთან“ - მუსულმანური ქვეყნები ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, მუსულმანურ ქვეყნებში პროტესტი მოჰყვა.

იორდანიის დედაქალაქ ამანში პარასკევის ლოცვის შემდეგ, მარში იმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი პოლიტიკოსები, პარლამენტარები და პოლიტიკური პარტიები იღებენ.

რაც შეეხება თურქეთს, ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე ქალაქში: სტამბოლში, ანკარაში, ბურსიში, ესკიშეხირში და სხვა მსხვილ ქალაქებში, საპროტესტო აქციას მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: "იერუსალიმი - მუსულმანური სიწმინდეა", "ისრაელი - მკვლელია, ამერიკა - მისი მფარველი". მომიტინგეები ანტიისრაულ ლოზუნგებს სკანდირებენ.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გაიყვანა. მომიტინგეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ეგვიპტელები სკანდირებენ: "იერუსალიმი - არაბულია, არა დასავლური და არა აღმოსავლური", "სულით და სისხლით პალესტინასთან!".

შეტაკებები ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. შეტაკებების დროს 100-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შემდეგ პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა. 

ცნობისთვის, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის არსებობის განმავლობაში ინტიფადა (ამბოხი) უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამბოხის თარიღად 1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება. მას "ქვების ომს" ეძახიან. პალესტინელებმა საკუთარი რისხვა ებრაელი ხალხის მიმართულებით ქვების სროლით გამოხატავდნენ. აღნიშნული ამბოხი 1993 წლის აგვისტოში ოსლოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის 110 მოქალაქე და 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ამბოხი: "ინტიფადა ალ-აკსა". ამ ამბოხის მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ მაცხოვრის ტაძრის მონახულება გახდა. ამბოხმა პიკს 2002 წელს მიაღწია, რის შედეგადაც ისრაელის 1000 მოქალაქე, მათ შორის სამხედროები და 65 ტურისტი, ასევე 5000 ათასი პალესტინელი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics