2017-12-08 12:31:11, 2166 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო გადადგა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო გადადგა.
როგორც მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბეატა მაზურეკმა განაცხადა, შიდლომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, "კონსერვატიულმა პარტიამ" პრემიერის პოსტზე, ქვეყნის ვიცე პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, მატეუშ მორავეცკის კანდიდატურა წარადგინა.
ამასთან, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბეატა შიდლო პოლონეთის მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს.
ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლონეთის პარლამენტში 12 დეკემბერს უყრიან კენჭს.
ავტორი: ,