20:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 15:59:44, 2055 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ ლიდერი: ტრამპმა სამშვიდობო პროცესი მოკლა - პალესტინელებს ხვალ ისრაელის წინააღმდეგ ახალი ამბოხისკენ მოვუწოდებ

პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ხანიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოუღო, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

"ჰამასმა" პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.

"მოვუწოდებთ პალესტინის ყველა თავისუფალ ადამიანს, პარასკევს "რისხვის დღეზე" გამოვიდნენ და ამბოხის დაწყების შესახებ განაცხადონ. ხვალ დაიწყება ჩვენი ხალხის ამბოხი ოკუპაციის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ წმინდა მიწას დავიბრუნებთ. აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა, ბოლო მოუღო ოსლოს შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების პროცესი შეუძლებელი გახადა“, - განაცხადა ისმაილ ხანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

ცნობისთვის, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის არსებობის განმავლობაში ინტიფადა (ამბოხი) უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამბოხის თარიღად 1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება. მას "ქვების ომს" ეძახიან. პალესტინელებმა საკუთარი რისხვა ებრაელი ხალხის მიმართულებით ქვების სროლით გამოხატავდნენ. აღნიშნული ამბოხი 1993 წლის აგვისტოში ოსლოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის 110 მოქალაქე და 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ამბოხი: "ინტიფადა ალ-აკსა". ამ ამბოხის მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ მაცხოვრის ტაძრის მონახულება გახდა. ამბოხმა პიკს 2002 წელს მიაღწია, რის შედეგადაც ისრაელის 1000 მოქალაქე, მათ შორის სამხედროები და 65 ტურისტი, ასევე 5000 ათასი პალესტინელი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics