|
2017-12-07 14:03:32, 3022 ნახვა
საზოგადოება
რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა
2019 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ტექნიკურ ინსპექტირებას სრული ავტოპარკი გაივლის. ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. (სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის (მიკროავტობუსები, ავტობუსები, ტაქსი) და ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილებისთვის ტექნიკური დათვალიერება იქნება სავალდებულო ყოველ წელს, მიუხედავად მანქანის სიძველისა). გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს. კერძოდ კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში ავტომობილის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი ანუ თვე არის მისი ავტომობილისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის აგვისტოა, ასეთმა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიაროს ვადების თანახმად განსაზღვრული წლის აგვისტოს თვემდე. ამასთან, ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების წელი, უნდა განისაზღვროს მანქანის სიძველის მიხედვით და ათვლა უნდა დაიწყოს მისი გამოშვების წლიდან. რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა. უახლოეს პერიოდში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ. ამოქმედდება ცხელი ხაზი - 1484. ცხელ ზაზზე ავტომობილების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ თუ როდის უწევთ ტექნიკური ინსპექტირება, ასევე შეძლებენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ვიზიტების დაგეგმვას. გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო სასუალებების მქონე პირებისთვის გაკეთდება სპეციალური საიტიც. ტექნიკური ინპექტირება მოპედებსა და მოტოციკლებს 2020 წლამდე არ შეეხება.
ამავე თემაზე: რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)