|
2017-12-07 10:43:56, 1862 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე: ზომებია მისაღები, თუმცა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან არა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც ორი მოზარდი გარდაიცვალა. კვირიკაშვილის თქმით, გარკვეული ზომებია მისაღები, თუმცა არა მხოლოდ ხელისუფლების მრიდან. "მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით, მაგრამ მთავარია ახლა გავაანალიზოთ ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის რომელიმე ერთი უწყების მხრიდან და თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც პირველ რიგში, თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ. ერთი რამ არის ცხადი- სახელმწიფო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, უდნა გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ, არამხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების, ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ახალგზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები”,-აღნიშნა პრემიერმა. მან განათლების მინისტრს სთხოვა, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გააქტიურონ საუბარი ახალგაზრდებთან: „გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)