2017-12-06 18:15:54, 2237 ნახვა
მსოფლიო
გენპროკურორი: სააკაშვილმა რამდენიმე ბოევიკთან ერთად რადას კომიტეტის ოთახი დაიკავა
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "კიევში" უმაღლესი რადას კომიტეტის ოთახი მხარდამჭერებთან ერთად დაიკავა, - ამის შესახებ Ria იუწყება.
როგორც ლუცენკომ აღნიშნა, " სააკაშვილმა რამდენიმე ბოევიკთან ერთად ოთახის კარი შეამტვრია და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენელი გააგდო. ამის შემდეგ მათ თავისთვის დასასვენებელი ოთახი მოიწყეს".
ლუცენკოს თქმით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ავტორი: ,