22:28 - 10 May, 2026
|
2017-12-06 16:28:58, 1977 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაწყებულია. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და აღნიშნულ ტერიტორიაზე, ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 61 90 50, ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 (NS)
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)