2017-12-06 14:16:29, 2233 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის რადასთან ბარიერებს ამაგრებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის უმაღლეს რადასთან ბარიერებს ამაგრებენ, - ამის შესახებ Strana იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს კონსტიტუციის მოედანზე ტომრები, ბორბლები და აგურები მიაქვთ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ განყოფილებაში გამოცხადებას არ აპირებს და მზად არის გამომძიებელი კარავში მიიღოს.
აქციაზე ასობით ადამიანია მისული და როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საღამოსთვის აქციაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს.
ცნობისთვის, რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
ავტორი: ,